რემონტია აქ
საიტზე მიმდინარეობს მოდერაცია
(და არ დაადგა საშველი ამ მოდერაციას)
რისთვისაც გიხდით ბოოოოოდიშს.
:)
Белеет парус адинокий
პირველი
სურათი
კრამაროვი
მეც დავუჯერე ამ მფრინავ ვირთხას თუ მშვიდობის სიმბოლოს, აღვიმართე ზეზე და ნიავს მივეც ფიქრი ჩემი ნაზად მშფოთვარე. თავში კი ის ერთადერთი ფრაზა მიტრიალებდა ცნობილი პოეტის სიტყვებიდან, რომელიც ალბათ მილიონ ადამიანს ახსენდება როგორც კი თვალს მოკრავს შორეულ ტალღებში მოლივლივე რომელიმე იახტას ან თევზსაჭერ შხუნას, რომელიც რომ ჰოოიი რამდენი პოეტის მუზისა და შთაგონების წყარო გამხდარა.

ხმაურით იმიტომ რომ ქრონიკულმა
ოპოზიციონერებს დაემატა ენაკვიმატი სარკაზმის მოყვარული საზოგადოების ნაწილიც და ამ ხიდს ენამოსწრებულად "მოლფედი" დაარქვეს.
მაგალითისთვის ბათუმის ბულვარში დადგმული ეს საკმაოდ ლამაზი მოდერნისტული კონსტრუქცია, რომელიც თავისთავად ძალიან კარგი ნამუშევარია, მაგრამ რომელიც არაფრით არ ჩაეწერა ლანშაფტში და უფრო მეტიც, ბულვარიც დაამახინჯა და თვითონაც კარიკატურულად გამოიყურება. ამის გამო გამვლელ-გამომვლელების მხრიდან მუდამ ირონიულ ქილიკს იმსახურებს.
ყველაზე განსაკუთრებული სიფრთხილე და ყველაზე განსაკუთრებული გემოვნებიანობა მართებს მოდერნისტ არქიტექტორს მაშინ, როცა საქმე ეხება მოდერნის, როგორც მისთვის სღულიად საწინააღმდეგო და კონტრასტული სტილისტურ, ეთნო-ფოლკ-ტრადიციული ან ბაროკო-როკოკო-კლასიცისტურ, გარემოში ჩასმას. იციან რა მოდერნისტებმა, რომ ეს ამოცანა ყველაზე რთულია, მათი უმეტესობა მუდამ ამ უმარლესი მწვერვალის დაპყრობას ცდილობს. ბევრ ცნობილ ხელოვანს წაუმტვრევია კისერი და ბევრ დამწყებ მოდერნისტს გამართლებია კიდეც ამგვარი ექსპერიმენტების დროს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ყველა მოდერნისტის იდეა ფიქსია რამე ამდაგვარი შედევრი დაუტოვოს პლანეტას.
მოდერნისტულ არქიტექტურაში მოიაზრება შენობათა რამდენიმე სტილის ერთობლიობა, რომლებიც რამდენიმე მახასიათებლით ემსგავსება ერთმანეთს, მათ შორის, ძირითადად, ფორმის სიმარტივითა და ორნამენტის არარსებობით. ამ სახის შენობათა პირველი ვარიანტები XX საუკუნის პირველ წლებში გაჩნდა. შემდგომში მოდერნისტული არქიტექტურა მრავალმა გავლენიანმა არქიტექტორმა და არქიტექტურის მასწავლებელმა გაითავისა, თუმცა საუკუნის პირველ ნახევარში ძალიან მცირე რაოდენობით "მოდერნისტული ნაგებობა" აშენდა. მიმდინარეობამ პოპულარობა მოიპოვა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და დომინანტური არქიტექტურული სტილი გახდა ინსტიტუციონალური და კორპორაციული შენობებისთვის თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში. ამ მიმდინარეობის ზუსტი მახასიათებლები და წარმოშობა დღემდე დებატების საგანია.
