მიშა და მოდერნიზმი

          მე მართლა არ ვიცი რა ბზიკმა უკბინა ჩვენს ხელისუფლება,. ან ვინ მოახდინა მათზე ასეთი ზეგავლენა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენს დღევანდელ რეალიზმში, არათუ შემოაბიჯა, არამედ შემოიჭრა მოდერნიზმი.
  ძირითადად ეს, რა თქმა უნდა, არქიტექტურაშია ჯერ-ჯერობით გამოხატული, თუმცა ხშირად ვხვდები მოდერნიზმის გამოვლინებებს პოეზიაშიც ( ნიკო გომელაური ) ქორეოგრაფიაშიც ( ასსა ფართი )  ასევე სატელევიზიო რეკლამებშიც კი და რაღა თქმა უნდა საოფისე დიზაინში, სადაც მოდერნიზმი ყოველთვის დომინანტი იყო და მადლობა ღმერთს კიდევ სხვა სფეროებშიც.

  ბოლო წლების პირველი ხმამაღალი განაცხადი მოდერნიზმზე, რომელმაც საზოგადოებაში არაერთაზროვანი რეაქცია გამოიწვია იყო მეტეხის ახალი ხიდი.


იგი თითქოს ციდან ჩამოვარდა და მსუბუქად, მაგრამ ხმაურით დაეცა მტკვარზე.



       ხმაურით იმიტომ რომ ქრონიკულმა
 ოპოზიციონერებმა ამ ხიდს მთელი რისხვა და ქარიშხალი დაატეხა თავზე. დიახ, ძირითადად  ქრონიკულმა ოპოზიციამ, რომელსაც მიშას გაკეთებული ქრონიკულად არაფერი არ მოსწონს მიწასთან პირწმინდად გაასწორა ეს ქმნილება.  არ ვიცი რამდენად საჭიროა აქ ამის აღნიშნვა, მაგრამ მე, თავს ზომიერ ოპოზიციად ვთვლი, რომელსაც მტყუან-მართალისა და ცუდ-კარგის ერთმანეთისგან გარჩევა შეუძლია და  ამ ხიდის გამო გაცხარებული კამათის დროს ხშირად მიწევდა ჩემს თანამოაზრე ოპოზიციონერებთან ხელჩართული ბრძოლა თემაზე - არქიტექტურა პოლიტიკის გარეშე. :)))

   ოპოზიციონერებს დაემატა ენაკვიმატი სარკაზმის მოყვარული საზოგადოების ნაწილიც და ამ ხიდს ენამოსწრებულად "მოლფედი" დაარქვეს.  
( მართლაც სასაცილოდ გავს ჰიგიენურ ტამპონს )

  მოკლედ ასეა თუ ისე ამ ბატალიებმა უკვე ჩაიარა, ემოციები ჩაცხრა,  ეხლა შეგვიძლია ამ ხიდს ჩვეულებრივი თვალით შევხედოთ და გავაანალიზოთ რა არის მოდერნისტული არქიტექტურის მთავარი ხიბლი.

   ყველა დანარჩენ ამოცანასთან ერთად, ჩემი აზრით, მოდერნისტ-არქიტექტორის უმთავრესი ამოცანაა ესა თუ ის ნამუშევარი მოხერხებულად ჩასვას ამა თუ იმ გარემოში.
  უმთავრესია ის, თუ როგორ შეერწყმება ნამუშევარი ფონს და რამდენად გემოვნებიანად დაიკავებს იგი თავის ადგილს, რადგან შეიძლება ძალიან კარგმა ნამუშევარმა, უგემოვნოდ და უადგილოდ განთავსების გამო არათუ თავისი თავი, არამედ გარემოც გააფუჭოს.
   მაგალითისთვის ბათუმის ბულვარში დადგმული ეს საკმაოდ ლამაზი მოდერნისტული კონსტრუქცია, რომელიც თავისთავად ძალიან კარგი ნამუშევარია, მაგრამ რომელიც არაფრით არ ჩაეწერა ლანშაფტში და უფრო მეტიც, ბულვარიც დაამახინჯა და თვითონაც კარიკატურულად გამოიყურება. ამის გამო გამვლელ-გამომვლელების მხრიდან მუდამ ირონიულ ქილიკს იმსახურებს.
    ყველაზე განსაკუთრებული სიფრთხილე და ყველაზე განსაკუთრებული გემოვნებიანობა მართებს მოდერნისტ არქიტექტორს მაშინ, როცა საქმე ეხება მოდერნის, როგორც მისთვის სღულიად საწინააღმდეგო და კონტრასტული სტილისტურ, ეთნო-ფოლკ-ტრადიციული ან ბაროკო-როკოკო-კლასიცისტურ, გარემოში ჩასმას. იციან რა მოდერნისტებმა, რომ ეს ამოცანა ყველაზე რთულია, მათი უმეტესობა მუდამ ამ უმარლესი მწვერვალის დაპყრობას ცდილობს. ბევრ ცნობილ ხელოვანს წაუმტვრევია კისერი და ბევრ დამწყებ მოდერნისტს გამართლებია კიდეც ამგვარი ექსპერიმენტების დროს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ყველა მოდერნისტის იდეა ფიქსია რამე ამდაგვარი შედევრი დაუტოვოს  პლანეტას.

მთავარი შემფასებელი და ჟიურის თავმჯდომარე კი ამ შემთხვევაში გახლავთ მისი აღმატებულება "დრო". თუ ნამუშევარმა დროს გაუძლო, მაშინ იგი მარადიული და უკვდავია. მოდერნიზმის არაოფიცილური სიმბოლო, ეიფელის კოშკი ხომ თავიდან სასტიკად სძულდა საზოგადოების ერთ ნაწილს. ბერნარდ შოუ იმდენად ვერ იტანდა ამ რკინის ურჩხულს რომ მუდამ ეიფელზე საუზმობდა და როცა ჰკითხეს თუ ასე გძულთ ეს ნაგებობა მაშინ რატომ საუზმობთ მუდამ აქო ? უპასუხა, ეს ერთადერთი ადგილია საიდანაც ეს საშინელება არ ჩანსო. დღეს ნაკლებად წარმოუდგენია ვინმეს პარიზი ეიფელის კოშკის გარეშე. აკი მხოლოდ 20 წელი უნდა მდგარიყო სანამ დანახარჯს არ ამოიღებდა და მერე უნდა დაეშალათ.

ამ ხიდის ავტორმაც იმედია გაითვალისწინა ის მომენტი თუ რა სარისკო ნაბიჯს დგამდა თავად და ის ეთნო გარემოც, რომელიც ხიდს გარს არტყამს და შექმნა ეს უცნაური ქმნილება რომელიც ჩემ თვალს ახარებს და ჩემს გულს უხარის. დიახ, მე მომწონს ეს მოდერნისტული ხიდი, უფრო მეტიც, მე ძალიან მომწონს ეს მოდერნისტული ხიდი, მაგრამ საქმე იმაშია მომეწონება მე იგი 5 - 10 ან 30 წლის შემდეგ, ან ხომ არ მოისვრის საქართველოს რომელიმე მომავალი პრეზიდენტი მიშას ამ მოდერნიტულ ხიდს რომელიმე პოლიტიკურ სანაგვეზე ? ამ კითხვაზე მხოლოდ დრო გაგვცემს პასუხს დიდი დროის შემდეგ.


 

2 Response to "მიშა და მოდერნიზმი"

  1. dzalian saintereso statiaa tazo. am xidtan dakavshirebit me sxva azri maqvs magram amas araaqvs mnishvneloba. danarcheni shedevrebi sakutari tvalit ar minaxavs da verafers vityvi)
    p.s. patara shenishvna, iq tamponis nacvlad safeni unda geweros. ase qvia mag ragac jandabas :))))

    ShikO says:

    კაი. შევასწორებ მერე დიზაინს რომ მოვრჩები. როგორც ხედავ ეს ბლოგი ეხსპერიმენტების მსხვერპლი გავხადე.
    :)))))
    ხოდა ეგ სხვა აზრი უნდა დაპოსტო. მე რომელი სხვის აზრის მოძულე მნახე ? თუნდაც სრულიად საპირისპირო.
    ძაან გამიხარდება თუ შენი საკუთარი ხედვა გაქვს.
    ყოველ შემთხვევაში დაპოსტე და დებატებს არ დაგიწყებ, გპირდები. ხო იცი მე თავად ვერიდები დებატებს.
    :)))

Отправить комментарий

powered by Blogger | WordPress by Newwpthemes | Converted by BloggerTheme