რემონტია აქ

საიტზე მიმდინარეობს მოდერაცია
(და არ დაადგა საშველი ამ მოდერაციას)
რისთვისაც გიხდით ბოოოოოდიშს.
:)

ფიდებიც გავამხეცე

ამ ბლოგმა მგონი თანდათან ვებ-დიზაინერიც გამხადა.
აი უკვე ფიდ-ებთან ჩალიჩიც ვისწავლე. დაჟე სლაიდშოუ გავაშანშალე ჰედერზე.
თინიკოებო, ის დროა კორპორაციაზე ვიფიქროოოთ
ჰა
რას იტყვით
მეჩტაც ნე ვრედნა არააააააააააააააა ?
:))))))))

















რაღაც ვისიკო კი ქვია ამ შაბლონს, მაგრამ შევუცვლი მაგასაც. მოკლედ ფლიკერზე ან ფოტობუკეტზე პროფაილის გაკეთება დაგჭირდებათ. 
მოკლედ დროოოო, ბევრი დროა საჭირო ამ ხათაბალასათვის.

We Are The World - "Fight Song" - HD video

Белеет парус адинокий...

    მართალია წინა დღეს ჩემმა მასპინძელმა მთელი ბათუმი მომატარა და მისხალ-მისხალ დამათვალიერებინა ყველა მშენებარე თუ უკვე აშენებული ობიექტი, მაგრამ სულ სხვაა როცა სრულიად მარტო დაბოდიალობ  ფოტოკამერით და მეც გადავწყვიტე გავუყვე გზას კუდა გლაზა გლეძიატ. მით უმეტეს რომ გარუჯვის დიდი მოყვარული არ ვარ და პლიაჟზე ახალგაცნობილ უცნობებთან ბაასიც კისერში ამომივიდა.



    შორიახლოს ჩამოსკუპული მტრედიც რომატიკულად გაჰყურებდა ზღვის ჰორი-ზონტზე ეულად მოფარფატე ერთადერთ აფრას და თან ამაყად გადმომცქეროდა ზევიდან, თითქოს მიმანიშნებს, ჰეი, უბადრუკო ადამიანო, რომ გართხმულხარ ქვიშაზე ტაბაკა-წიწილასავით და ელოდები როდის გახდება შენი კანი ვერმილაკის ჰაშ 10-ის ფერი, არა სჯობია მუხლი გაშალო, გაიარო, გაჰყვე ნიავს ისევე ანაზდად, როგორც ეგ ეული შორეთში მოფარფატე ერთადერთი აფრა-ო?

                                                              
                                                                                     მეც დავუჯერე ამ მფრინავ ვირთხას თუ მშვიდობის სიმბოლოს, აღვიმართე ზეზე და ნიავს მივეც ფიქრი ჩემი ნაზად მშფოთვარე. თავში კი ის ერთადერთი ფრაზა მიტრიალებდა ცნობილი პოეტის სიტყვებიდან, რომელიც ალბათ მილიონ ადამიანს ახსენდება როგორც კი თვალს მოკრავს შორეულ ტალღებში მოლივლივე რომელიმე იახტას ან თევზსაჭერ შხუნას, რომელიც რომ ჰოოიი რამდენი პოეტის მუზისა და შთაგონების წყარო გამხდარა.


ზღვისპირა ამ თანამედროვე გზატკეცილზე კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. სიცხისაგან გათანგული ხალხი ან ქოლგების ქვეშ მიყუჟულიჟვნენ ან კონდიციონერებიან კაფეებს აფარებდნენ თავს. ერთადერთი გიჟი მე მივუყვები ამ ლამის ასაფრენ ბილიკს და ჩემი ლამაზი ველოსიპედი მენატრება რომელიც სიმთვრალეში სადარბაზოში დავტოვე და დილისთვის კი ის უბედური,  იქ რაღა თქმა უნდა აღარ დამხვდა.

























გზად რამდენიმე უმნიშვნელო სიმახინჯე შემხვდა, მაგრამ ყველაზე შესამჩნევი მათ შორის ეს მონსტრი გახლავთ.   კადრში რომ როგორმე ჩატეულიყო სულ უკან-უკან დავიხიე სანამ კინაღამ სადღაც არ გადავიჩეხე. ვის მოუვიდა აზრად ამ საშინელების ამ ადგილზე აშენება ძნელი წარმოსადგენია. არანაირად არ უხდება ამ გარემოს. ალბათ უფრო დიდ მეტროპოლიებშია მისი ადგილი ცათამბჯენებს შორის, აქ კი რაღაც ხრონგივით დევს და გამვლელებს აშინებს ვითარცა სამყოფელი იგი დრაკულასა მისსა.
არის მასში რაღაც იმპერიული არა ? 
რატომღაც მგონია ამ სახლში ცელულიტებით დახუნძლული ნეო-ქართველობა დასახლდება და როცა დიდი ჯიპებით შეაჭენებენ ამ უშველებელ ტრიუმფალურ თაღებსქვეშ თვითლმაყოფილი იერით საკუთარ არასრულფასოვნების კომპლექსს დაუმტკიცებენ, რომ ისინიც დიდი ადამიანები არიან.

როგორც ამბობენ ეს სახლი მაია რჩეულიშვილის არისო და თან გადაყოლილიაო მაგის მშენებლობასო. იმასაც ამბობენ ვიღაც-ვიღაცეებს ძაან არ მოეწონათ ეს სახლი და მალე უნდა დაანგრიონო.  არადა რამდენი შრომაა ალბათ ამ უცნაურ ქმნილებაზე დახარჯული, ფინანსებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ასე რომ გემშვიდობები ჩემო ემფაიარ აჯარიან ბილდინგო და გისურვებ, რომ რამე შტრიხი მაინც დაგიმატონ ეგ გოროზი ვიდუხა რომ გაგითბეს ოდნავ მაინც.

მიშა და მოდერნიზმი

          მე მართლა არ ვიცი რა ბზიკმა უკბინა ჩვენს ხელისუფლება,. ან ვინ მოახდინა მათზე ასეთი ზეგავლენა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენს დღევანდელ რეალიზმში, არათუ შემოაბიჯა, არამედ შემოიჭრა მოდერნიზმი.
  ძირითადად ეს, რა თქმა უნდა, არქიტექტურაშია ჯერ-ჯერობით გამოხატული, თუმცა ხშირად ვხვდები მოდერნიზმის გამოვლინებებს პოეზიაშიც ( ნიკო გომელაური ) ქორეოგრაფიაშიც ( ასსა ფართი )  ასევე სატელევიზიო რეკლამებშიც კი და რაღა თქმა უნდა საოფისე დიზაინში, სადაც მოდერნიზმი ყოველთვის დომინანტი იყო და მადლობა ღმერთს კიდევ სხვა სფეროებშიც.
  ბოლო წლების პირველი ხმამაღალი განაცხადი მოდერნიზმზე, რომელმაც საზოგადოებაში არაერთაზროვანი რეაქცია გამოიწვია იყო მეტეხის ახალი ხიდი.


იგი თითქოს ციდან ჩამოვარდა და მსუბუქად, მაგრამ ხმაურით დაეცა მტკვარზე.



       ხმაურით იმიტომ რომ ქრონიკულმა
 ოპოზიციონერებმა ამ ხიდს მთელი რისხვა და ქარიშხალი დაატეხა თავზე. დიახ, ძირითადად  ქრონიკულმა ოპოზიციამ, რომელსაც მიშას გაკეთებული ქრონიკულად არაფერი არ მოსწონს მიწასთან პირწმინდად გაასწორა ეს ქმნილება.  არ ვიცი რამდენად საჭიროა აქ ამის აღნიშნვა, მაგრამ მე, თავს ზომიერ ოპოზიციად ვთვლი, რომელსაც მტყუან-მართალისა და ცუდ-კარგის ერთმანეთისგან გარჩევა შეუძლია და  ამ ხიდის გამო გაცხარებული კამათის დროს ხშირად მიწევდა ჩემს თანამოაზრე ოპოზიციონერებთან ხელჩართული ბრძოლა თემაზე - არქიტექტურა პოლიტიკის გარეშე. :)))

   ოპოზიციონერებს დაემატა ენაკვიმატი სარკაზმის მოყვარული საზოგადოების ნაწილიც და ამ ხიდს ენამოსწრებულად "მოლფედი" დაარქვეს.  
( მართლაც სასაცილოდ გავს ჰიგიენურ ტამპონს )

  მოკლედ ასეა თუ ისე ამ ბატალიებმა უკვე ჩაიარა, ემოციები ჩაცხრა,  ეხლა შეგვიძლია ამ ხიდს ჩვეულებრივი თვალით შევხედოთ და გავაანალიზოთ რა არის მოდერნისტული არქიტექტურის მთავარი ხიბლი.

   ყველა დანარჩენ ამოცანასთან ერთად, ჩემი აზრით, მოდერნისტ-არქიტექტორის უმთავრესი ამოცანაა ესა თუ ის ნამუშევარი მოხერხებულად ჩასვას ამა თუ იმ გარემოში.
  უმთავრესია ის, თუ როგორ შეერწყმება ნამუშევარი ფონს და რამდენად გემოვნებიანად დაიკავებს იგი თავის ადგილს, რადგან შეიძლება ძალიან კარგმა ნამუშევარმა, უგემოვნოდ და უადგილოდ განთავსების გამო არათუ თავისი თავი, არამედ გარემოც გააფუჭოს.
   მაგალითისთვის ბათუმის ბულვარში დადგმული ეს საკმაოდ ლამაზი მოდერნისტული კონსტრუქცია, რომელიც თავისთავად ძალიან კარგი ნამუშევარია, მაგრამ რომელიც არაფრით არ ჩაეწერა ლანშაფტში და უფრო მეტიც, ბულვარიც დაამახინჯა და თვითონაც კარიკატურულად გამოიყურება. ამის გამო გამვლელ-გამომვლელების მხრიდან მუდამ ირონიულ ქილიკს იმსახურებს.
    ყველაზე განსაკუთრებული სიფრთხილე და ყველაზე განსაკუთრებული გემოვნებიანობა მართებს მოდერნისტ არქიტექტორს მაშინ, როცა საქმე ეხება მოდერნის, როგორც მისთვის სღულიად საწინააღმდეგო და კონტრასტული სტილისტურ, ეთნო-ფოლკ-ტრადიციული ან ბაროკო-როკოკო-კლასიცისტურ, გარემოში ჩასმას. იციან რა მოდერნისტებმა, რომ ეს ამოცანა ყველაზე რთულია, მათი უმეტესობა მუდამ ამ უმარლესი მწვერვალის დაპყრობას ცდილობს. ბევრ ცნობილ ხელოვანს წაუმტვრევია კისერი და ბევრ დამწყებ მოდერნისტს გამართლებია კიდეც ამგვარი ექსპერიმენტების დროს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ყველა მოდერნისტის იდეა ფიქსია რამე ამდაგვარი შედევრი დაუტოვოს  პლანეტას.

მთავარი შემფასებელი და ჟიურის თავმჯდომარე კი ამ შემთხვევაში გახლავთ მისი აღმატებულება "დრო". თუ ნამუშევარმა დროს გაუძლო, მაშინ იგი მარადიული და უკვდავია. მოდერნიზმის არაოფიცილური სიმბოლო, ეიფელის კოშკი ხომ თავიდან სასტიკად სძულდა საზოგადოების ერთ ნაწილს. ბერნარდ შოუ იმდენად ვერ იტანდა ამ რკინის ურჩხულს რომ მუდამ ეიფელზე საუზმობდა და როცა ჰკითხეს თუ ასე გძულთ ეს ნაგებობა მაშინ რატომ საუზმობთ მუდამ აქო ? უპასუხა, ეს ერთადერთი ადგილია საიდანაც ეს საშინელება არ ჩანსო. დღეს ნაკლებად წარმოუდგენია ვინმეს პარიზი ეიფელის კოშკის გარეშე. აკი მხოლოდ 20 წელი უნდა მდგარიყო სანამ დანახარჯს არ ამოიღებდა და მერე უნდა დაეშალათ.

ამ ხიდის ავტორმაც იმედია გაითვალისწინა ის მომენტი თუ რა სარისკო ნაბიჯს დგამდა თავად და ის ეთნო გარემოც, რომელიც ხიდს გარს არტყამს და შექმნა ეს უცნაური ქმნილება რომელიც ჩემ თვალს ახარებს და ჩემს გულს უხარის. დიახ, მე მომწონს ეს მოდერნისტული ხიდი, უფრო მეტიც, მე ძალიან მომწონს ეს მოდერნისტული ხიდი, მაგრამ საქმე იმაშია მომეწონება მე იგი 5 - 10 ან 30 წლის შემდეგ, ან ხომ არ მოისვრის საქართველოს რომელიმე მომავალი პრეზიდენტი მიშას ამ მოდერნიტულ ხიდს რომელიმე პოლიტიკურ სანაგვეზე ? ამ კითხვაზე მხოლოდ დრო გაგვცემს პასუხს დიდი დროის შემდეგ.


 

მოდერნისტული არქიტექტურა

მოდერნისტულ არქიტექტურაში მოიაზრება შენობათა რამდენიმე სტილის ერთობლიობა, რომლებიც რამდენიმე მახასიათებლით ემსგავსება ერთმანეთს, მათ შორის, ძირითადად, ფორმის სიმარტივითა და ორნამენტის არარსებობით. ამ სახის შენობათა პირველი ვარიანტები XX საუკუნის პირველ წლებში გაჩნდა. შემდგომში მოდერნისტული არქიტექტურა მრავალმა გავლენიანმა არქიტექტორმა და არქიტექტურის მასწავლებელმა გაითავისა, თუმცა საუკუნის პირველ ნახევარში ძალიან მცირე რაოდენობით "მოდერნისტული ნაგებობა" აშენდა. მიმდინარეობამ პოპულარობა მოიპოვა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და დომინანტური არქიტექტურული სტილი გახდა ინსტიტუციონალური და კორპორაციული შენობებისთვის თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში. ამ მიმდინარეობის ზუსტი მახასიათებლები და წარმოშობა დღემდე დებატების საგანია.





Кредо архитектурного модернизма заложено в самом его названии — это созидание нового, чего-то такого, что соответствовало бы сегодняшнему дню. То есть, присутствует принципиальная установка на новизну архитектуры, — как конструктивных и планировочных идей, закладываемых в проекте, так и внешних форм. Образное выражение «призмы из бетона и стекла» хорошо передает общий характер построек модернизма.



Основные принципы архитектурного модернизма:
 1 — использование самых современных строительных материалов и конструкций,
 2 — рациональный подход к решению внутренних пространств (функциональный подход),
 3 — отсутствие тенденций украшательства, принципиальный отказ от исторических реминисценций в облике сооружений,
4  — их «интернациональный» характер.
როგორც ვხედავთ მისი ერთერთი ხიბლი ინტერნაციონალური ხასიათიცაა, თუმცა ნუ მივანიჭებთ ამ ფრაზას პოლიტიკურ ან კოსმოპოლიტურ დატვირთვას. ეს ნიშნავს ნაციონალურობის არ გამოხატვას და მეტს არაფერს. მოდერნიზმი ერთნაირად გასაგებია (ან გაუგებარია) როგორც ჩინელისთვის ასევე ქართველისთვის. ალბათ დაახლოებით ისევე, როგორც გეომეტრია, ფიზიკა ან არითმეტიკა.     



გეომეტრია აქ შემთხვევით არ ვახსენე, რადგან პრინციპიალურად, მოდერნიზმი ეყრდნობა სწორედ გეომეტრიულ ფორმებს. 
(სფერო, კუბი, პირამიდა, კონუსი, ცილინდრი და მათი ინტერპრეტაციები.)
  ვიზუალურად მოდერნისტული არქიტექტურა გამოიყურება მაქსიმალურად პრიმიტიულად, უბრალოდ, ზედმეტი ორნამენტებისა და რამე სხვა გადატვირტვების გარეშე. 
  ხშირად იგი მონოლითურია, მყარი, მკაცრი, ცივი, თუმცა ავტორის ხასიათისა და ჩანაფიქრის მიხედვით იგი შეიძლება მსუბუქი, პოეტური ან ჰაეროვანიც გამოვიდეს.
 იგი მუდამ ახალია, თანამედროვე, ფეხს უწყობს უკანასკნელ ტენდენციებს და ამავე დროს მუდმივიც, რადგან თუნდაც 10 - 20 ან მეტი წლის წინ შექმნილი მოდერნისტური კონსტრუქციები დღესაც და მომავალშიც არ ძველდებიან. დრო მათ ვერანაირ კვალს ვერ ატყობს.
  მოდერნიზმი ყოველთვის მოდურია და არასოდეს არ არის ძველმოდური.







powered by Blogger | WordPress by Newwpthemes | Converted by BloggerTheme