მოდერნისტული არქიტექტურა

მოდერნისტულ არქიტექტურაში მოიაზრება შენობათა რამდენიმე სტილის ერთობლიობა, რომლებიც რამდენიმე მახასიათებლით ემსგავსება ერთმანეთს, მათ შორის, ძირითადად, ფორმის სიმარტივითა და ორნამენტის არარსებობით. ამ სახის შენობათა პირველი ვარიანტები XX საუკუნის პირველ წლებში გაჩნდა. შემდგომში მოდერნისტული არქიტექტურა მრავალმა გავლენიანმა არქიტექტორმა და არქიტექტურის მასწავლებელმა გაითავისა, თუმცა საუკუნის პირველ ნახევარში ძალიან მცირე რაოდენობით "მოდერნისტული ნაგებობა" აშენდა. მიმდინარეობამ პოპულარობა მოიპოვა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და დომინანტური არქიტექტურული სტილი გახდა ინსტიტუციონალური და კორპორაციული შენობებისთვის თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში. ამ მიმდინარეობის ზუსტი მახასიათებლები და წარმოშობა დღემდე დებატების საგანია.





Кредо архитектурного модернизма заложено в самом его названии — это созидание нового, чего-то такого, что соответствовало бы сегодняшнему дню. То есть, присутствует принципиальная установка на новизну архитектуры, — как конструктивных и планировочных идей, закладываемых в проекте, так и внешних форм. Образное выражение «призмы из бетона и стекла» хорошо передает общий характер построек модернизма.



Основные принципы архитектурного модернизма:
 1 — использование самых современных строительных материалов и конструкций,
 2 — рациональный подход к решению внутренних пространств (функциональный подход),
 3 — отсутствие тенденций украшательства, принципиальный отказ от исторических реминисценций в облике сооружений,
4  — их «интернациональный» характер.
როგორც ვხედავთ მისი ერთერთი ხიბლი ინტერნაციონალური ხასიათიცაა, თუმცა ნუ მივანიჭებთ ამ ფრაზას პოლიტიკურ ან კოსმოპოლიტურ დატვირთვას. ეს ნიშნავს ნაციონალურობის არ გამოხატვას და მეტს არაფერს. მოდერნიზმი ერთნაირად გასაგებია (ან გაუგებარია) როგორც ჩინელისთვის ასევე ქართველისთვის. ალბათ დაახლოებით ისევე, როგორც გეომეტრია, ფიზიკა ან არითმეტიკა.     



გეომეტრია აქ შემთხვევით არ ვახსენე, რადგან პრინციპიალურად, მოდერნიზმი ეყრდნობა სწორედ გეომეტრიულ ფორმებს. 
(სფერო, კუბი, პირამიდა, კონუსი, ცილინდრი და მათი ინტერპრეტაციები.)
  ვიზუალურად მოდერნისტული არქიტექტურა გამოიყურება მაქსიმალურად პრიმიტიულად, უბრალოდ, ზედმეტი ორნამენტებისა და რამე სხვა გადატვირტვების გარეშე. 
  ხშირად იგი მონოლითურია, მყარი, მკაცრი, ცივი, თუმცა ავტორის ხასიათისა და ჩანაფიქრის მიხედვით იგი შეიძლება მსუბუქი, პოეტური ან ჰაეროვანიც გამოვიდეს.
 იგი მუდამ ახალია, თანამედროვე, ფეხს უწყობს უკანასკნელ ტენდენციებს და ამავე დროს მუდმივიც, რადგან თუნდაც 10 - 20 ან მეტი წლის წინ შექმნილი მოდერნისტური კონსტრუქციები დღესაც და მომავალშიც არ ძველდებიან. დრო მათ ვერანაირ კვალს ვერ ატყობს.
  მოდერნიზმი ყოველთვის მოდურია და არასოდეს არ არის ძველმოდური.







მოდერნიზმი (ლათ.: modernus «თანამედროვე, ბოლოდროინდელი») კულტურული მიმდინარეობაა, ძირითადად მოიცავს პროგრესულხელოვნებასა და არქიტექტურასმუსიკასლიტერატურასა დადიზაინს, რომელიც 1914 წლამდე დეკადაში აღმოცენდა. ეს იყო ხელოვანთა და დიზაინერთა მოძრაობა მე-19 საუკუნის აკადემიური და ისტორიული ტრადიციების წინააღმდეგ, ცდილობდა რა აჰყოლოდა სახეშეცვლილი თანამედროვე მსოფლიოს ახალ ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ ასპექტებს.
ნაწილი კულტუროლოგებისა მე-20 საუკუნეს ჰყოფენ მოდერნისტულ და პოსტმოდერნისტულ პერიოდებად, მაშინ როცა სხვები იხილავენ მათ, როგორც ერთი უფრო ხანგრძლივი პერიოდის ორ ნაწილს. ამ სტატიაში განხილულია მოძრაობა, რომელიც განვითარდა გვიანდელ მე-19 და ადრეულ მე-20 საუკუნეებში, და ის არ მოიცავს პოსტმოდერნიზმს.

0 Response to "მოდერნისტული არქიტექტურა"

Отправить комментарий

powered by Blogger | WordPress by Newwpthemes | Converted by BloggerTheme