Белеет парус адинокий...

    მართალია წინა დღეს ჩემმა მასპინძელმა მთელი ბათუმი მომატარა და მისხალ-მისხალ დამათვალიერებინა ყველა მშენებარე თუ უკვე აშენებული ობიექტი, მაგრამ სულ სხვაა როცა სრულიად მარტო დაბოდიალობ  ფოტოკამერით და მეც გადავწყვიტე გავუყვე გზას კუდა გლაზა გლეძიატ. მით უმეტეს რომ გარუჯვის დიდი მოყვარული არ ვარ და პლიაჟზე ახალგაცნობილ უცნობებთან ბაასიც კისერში ამომივიდა.



    შორიახლოს ჩამოსკუპული მტრედიც რომატიკულად გაჰყურებდა ზღვის ჰორი-ზონტზე ეულად მოფარფატე ერთადერთ აფრას და თან ამაყად გადმომცქეროდა ზევიდან, თითქოს მიმანიშნებს, ჰეი, უბადრუკო ადამიანო, რომ გართხმულხარ ქვიშაზე ტაბაკა-წიწილასავით და ელოდები როდის გახდება შენი კანი ვერმილაკის ჰაშ 10-ის ფერი, არა სჯობია მუხლი გაშალო, გაიარო, გაჰყვე ნიავს ისევე ანაზდად, როგორც ეგ ეული შორეთში მოფარფატე ერთადერთი აფრა-ო?

                                                              
                                                                                     მეც დავუჯერე ამ მფრინავ ვირთხას თუ მშვიდობის სიმბოლოს, აღვიმართე ზეზე და ნიავს მივეც ფიქრი ჩემი ნაზად მშფოთვარე. თავში კი ის ერთადერთი ფრაზა მიტრიალებდა ცნობილი პოეტის სიტყვებიდან, რომელიც ალბათ მილიონ ადამიანს ახსენდება როგორც კი თვალს მოკრავს შორეულ ტალღებში მოლივლივე რომელიმე იახტას ან თევზსაჭერ შხუნას, რომელიც რომ ჰოოიი რამდენი პოეტის მუზისა და შთაგონების წყარო გამხდარა.


ზღვისპირა ამ თანამედროვე გზატკეცილზე კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. სიცხისაგან გათანგული ხალხი ან ქოლგების ქვეშ მიყუჟულიჟვნენ ან კონდიციონერებიან კაფეებს აფარებდნენ თავს. ერთადერთი გიჟი მე მივუყვები ამ ლამის ასაფრენ ბილიკს და ჩემი ლამაზი ველოსიპედი მენატრება რომელიც სიმთვრალეში სადარბაზოში დავტოვე და დილისთვის კი ის უბედური,  იქ რაღა თქმა უნდა აღარ დამხვდა.

























გზად რამდენიმე უმნიშვნელო სიმახინჯე შემხვდა, მაგრამ ყველაზე შესამჩნევი მათ შორის ეს მონსტრი გახლავთ.   კადრში რომ როგორმე ჩატეულიყო სულ უკან-უკან დავიხიე სანამ კინაღამ სადღაც არ გადავიჩეხე. ვის მოუვიდა აზრად ამ საშინელების ამ ადგილზე აშენება ძნელი წარმოსადგენია. არანაირად არ უხდება ამ გარემოს. ალბათ უფრო დიდ მეტროპოლიებშია მისი ადგილი ცათამბჯენებს შორის, აქ კი რაღაც ხრონგივით დევს და გამვლელებს აშინებს ვითარცა სამყოფელი იგი დრაკულასა მისსა.
არის მასში რაღაც იმპერიული არა ? 
რატომღაც მგონია ამ სახლში ცელულიტებით დახუნძლული ნეო-ქართველობა დასახლდება და როცა დიდი ჯიპებით შეაჭენებენ ამ უშველებელ ტრიუმფალურ თაღებსქვეშ თვითლმაყოფილი იერით საკუთარ არასრულფასოვნების კომპლექსს დაუმტკიცებენ, რომ ისინიც დიდი ადამიანები არიან.

როგორც ამბობენ ეს სახლი მაია რჩეულიშვილის არისო და თან გადაყოლილიაო მაგის მშენებლობასო. იმასაც ამბობენ ვიღაც-ვიღაცეებს ძაან არ მოეწონათ ეს სახლი და მალე უნდა დაანგრიონო.  არადა რამდენი შრომაა ალბათ ამ უცნაურ ქმნილებაზე დახარჯული, ფინანსებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ასე რომ გემშვიდობები ჩემო ემფაიარ აჯარიან ბილდინგო და გისურვებ, რომ რამე შტრიხი მაინც დაგიმატონ ეგ გოროზი ვიდუხა რომ გაგითბეს ოდნავ მაინც.

                და აი სულ მალე ჩემს თვალწინ მთელი სილამაზით წარმოსდგება ვინმე ძაან გემოვნებიანი არქიტექტორის ასევე ძაან გემოვნებით და მარტივად გადაწყვეტილი ეს უბადლო "მადამ ჰაეროვნება".

    დიდი ხანია მსგავსი არაფერი მინახავს. თითონაც არაჩვეულებრივად ლამაზი და გარემოსთანაც არაჩვეულებრივად ლამაზად შეხამებული. აი ზუსტად აქ არის მისი ადგილი და სხვაგან არსად.



   მიყვარს მოდერნი და რა ვქნა. მით უმეტეს ამგვარი, უპრეტენზიო, კლასიკური, თავის ადგილზე მყოფი და თავისი ხასიათის შესაფერისი. პლიუს რაღაც კომბინირებულია მგონი ხომ ?  თან კაფეა, თან ბარი, თან ტერასა, (სადაც შეგიძლია დაზაგარდე კიდეც), თან ღამის კლუბისმაგვარი რაღაც, (სადაც თინეიჯერები იძიგძიგებენ) მომენტებში წაირესტორნებს კიდეც და თანაც ვერანაირი ენაკვიმატი ასტრაუმნიჩოკი ვერაფერს იქილიკებს. 
        მე კი კვლავაც ცნობილი სტრიქონი მახსენდება ცნობილი ლექსიდან...

Белеет парус адинокий...

და ვცდილობ ნაკლები ვილაპარაკო 
და მეტი ფოტოები დავდო ამ დაწესე-
ბულების, რომელსაც რაღაც ანტიკური
სახელწოდება აქვს ( ჩემდა გასაკვირვად,
 რადგან გვერდით ანტიკური შენობა 
უდგას და ესეც მისი კომპლექსური 
გაგრძელებაა რატომღაც).














      ალბათ ფინალისკენ რამე უნდა დავწერო დასკვნის სახით, მაგრამ ვფიქრობ ყველა სიტყვა ზედმეტი იქნება ამ მშვენიერი ფოტოების შემდეგ.
      უმჯობესია ლერმონტოვის ეს ცნობილი ლექსი შეგახსენოთ,

      დასკვნა კი თავად გააკეთეთ.

Белеет парус одинокой
В тумане моря голубом!..
Что ищет он в стране далекой?
Что кинул он в краю родном?..
5Играют волны — ветер свищет,
И мачта гнется и скрыпит...
Увы! он счастия не ищет,
И не от счастия бежит!
Под ним струя светлей лазури,10Над ним луч солнца золотой...
А он, мятежный, просит бури,
Как будто в бурях есть покой!








.                                                      



0 Response to "Белеет парус адинокий..."

Отправить комментарий

powered by Blogger | WordPress by Newwpthemes | Converted by BloggerTheme